მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი შემოსავლის 30% საქმიან ტურიზმზე მოდის" - "უინდემ გრანდ თბილისი"

უინდემ გრანდ თბილისი

“უინდემ გრანდ თბილისის” გენერალური მენეჯერი მედეა კობახიძე გადაცემა „ქალების ნარატივში“ აღნიშნავს, რომ სასტუმროს 2023 წელს საქმიანი ტურიზმის მიმართულებით განსაკუთრებული ზრდა ჰქონდა.

მისივე თქმით, საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, ქართულმა კომპანიებმა კორპორატიული ღონისძიებების ჩატარება დაიწყეს, რაც ბიზნესისთვის სასიხარულოა.

„2023 წელს საქმიანი ტურიზმის მიმართულებით განსაკუთრებული მატება გვქონდა. კორპორატიული ღონისძიებების ჩატარება მათ შორის ქართულმა კომპანიებმაც დაიწყეს. ჩვენი სასტუმროს შემთხვევაში წილი საკმაოდ ბევრია - დაახლოებით ჩვენი შემოსავლის 30% მოდის წვეულებებზე ღონისძიებებზე და საქმიან ტურიზმზე“ - ამბობს ის.

მედეა კობახიძე ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს.

"გამოწვევად რჩება სტაბილურობის შენარჩუნება, მათ შორის მსოფლიოში ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. უნდა ვიმუშაოთ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს, ეს ეხება ყველა მიმართულებას - მომსახურების სფეროს, საკვებს. თუმცა შედეგები გვაქვს. ქართული ტურიზმი ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა, თუმცა თანამედროვეობასაც კარგად ვეწყობით“ - აღნიშნავს “უინდემ გრანდ თბილისის” გენერალური მენეჯერი.

ინფორმაციისთვის: ხუთ ვარსკვლავიანი ამერიკული ბრენდის სასტუმრო “უინდემ გრანდ თბილისი“ 2019 წელს, $48 მილიონის ინვესტიციით, გაიხსნა. ის 158 სხვადასხვა ტიპის ნომერს, საკონფერენციო და წვეულებების დარბაზს, სპა გამაჯანსაღებელ ცენტრს, სავარჯიშო დარბაზს და გამორჩეულ სამზარეულოს აერთიანებს.

სასტუმროში განთავსების ღირებულება $120-იდან იწყება და $2500 ფარგლებში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები