სააგენტოს "აწარმოე საქართველოში’’ და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული კომპანია „ჟუჟუნა“ იაპონიის ბაზარზე გავიდა, - ამის შესახებ bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობითა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს უშუალო ჩართულობით კიდევ ერთმა ქართულმა კომპანიამ შეძლო საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება და მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს - იაპონიის ბაზარზე დამკვიდრება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან ქართული კომპანიებისა და საქართველოში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე მოხვედრის მიზნით“, -აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში კომპანია "ჟუჟუნა" ევროპისა და ამერიკის კონტინენტის ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს.
ამასთან, სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კომპანია საკუთარ პროდუქტს სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga-ზე ქალაქ კიოლნში გაიტანს, სადაც ასობით პოტენციურ დამკვეთთან ექნება შეხვედრის შესაძლებლობა.
ინფორმაციისთვის, „ჟუჟუნა” სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის - საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბენეფიციარია, რისი მეშვეობითაც ღვინის ჩამოსხმა-დაფასოებისათვის საჭირო დანადგარების შეძენა შეძლო.
კომპანიას ამ ეტაპზე 14 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
(NS)