მომავალ თაობას სურს ევროპა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტი, ნიკოლოზ გაგუა წერს.
"საქართველოს გაუმარჯოს! საქართველო ევროპაა! ჩვენი რელიგიაც, ჩვენი ქრისტიანობაც ხომ ევროპული ცივილიზაციის წიაღებიდან მოდის! ევროპის ნაწილი ვიყავით, როცა იწერებოდა ვეფხისტყაოსანი, შენდებოდა სვეტიცხოველი, გელათის და იყალთოს აკადემია. ჩვენმა ევროპულმა ფესვებმა და ჩვენმა ფასეულობებმა მოგვიყვანა დღემდე! მხოლოდ ასე უნდა გადავცეთ ეს ქვეყანა მომავალ თაობას და მივცეთ ის, რაც მათ სურთ! მათ კი სურთ ევროპა ", - გაწერა ნიკოლოზ გაგუამ.
შეგახსენებთ: ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობასა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დატოვებაზე ნიკოლოზ გაგუამ, პაპუნა ლეჟავასთან და არჩილ მესტვირიშვილთან ერთად უარი მას შემდეგ თქვეს, რაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და პირველი ვიცე-პრეზიდენტის ნათია თურნავას ბრძანებით, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი ამოქმედდა.