რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ საგზაო უსაფრთხოების ექსპერტებიც. მათი თქმით, საქართველო იმ იშვიათი ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ავტოსკოლები ყველანაირი ნებართვის გარეშე ფუნქციონირებენ, არ კონტროლდებიან და ასწავლიან თავიანთი მეთოდებით, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებისგან შორსაა.
საგზაო მოძრაობის ექსპერტი შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ ბაზრის დარეგულირება წინაპირობაა იმისა, რომ ქართული მართვის მოწმობა ევროპის ბაზარზე ვალიდური გახდეს.
“რატომღაც ჩამოყალიბდა აზრი ახლო წარსულში, რომ ავტოსკოლის გახსნისთვის საჭიროა დარეგისტრირება ფეისბუქზე და მართვის მოწმობა შეგიძლია 4 დღეში აიღო. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა და მე ვიტყოდი სახიფათოცაა ასეთ სკოლაში მისვლა. თუმცა მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორებით დაკომპლექტებული სკოლები მაინც შემორჩა.
ერთ-ერთი არის ავტოსკოლების მოწესრიგება. შორს არ არის ის დრო, თუ კი ამ სფეროშიც დამყარდება წესრიგი, ჩვენს მართვის მოწმობას ევროკავშირი აღიარებს", - ამბობს საგზაო მოძრაობის ექსპერტი შალვა ოგბაიძე.