მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენს მიერ მოხმარებული გაზის მეოთხედი უკვე რუსული გაზია - გოცირიძე

გიორგი გოცირიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ 2025 წელს საქართველოს მოხმარებული გაზის მეოთხედი უკვე რუსული იყო. იმას რომ ბოლო წლებში რუსეთიდან გაზის იმპორტი იზრდება, აზერბაიჯანიდან კი იკლებს, ამას გოცირიძე "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკით ხსნის.

"იზრდება რუსული გაზის ხვედრითი წილი და პარალელურად მცირდება აზერბაიჯანული გაზის მოცულობა საქართველოში. ძალიან უცნაურია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანიდან, ანუ „სოკარის“ გაზს რომელსაც ეძახიან, რომლის მოცულობა ორი წლის წინ იყო 1.4 მილიარდი კუბური მეტრი და შემცირდა ზუსტად ორჯერ. 2024 წელს დაახლოებით 700 მილიონი კუბური მეტრი იყო და 2025 წლის ბალანსი გამოქვეყნდება და დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ.

სამაგიეროდ, ამავე პერიოდში, თუ როგორ კლებულობდა აზერბაიჯანული გაზის მოცულობა, პარალელურად იზრდებოდა რუსული გაზის მოცულობა და 2024 წელს დაახლოებით 800 მილიონი კუბური მეტრი იყო. უკვე 2025-ში, ფაქტობრივად, ჩვენს მიერ მოხმარებული გაზის მეოთხედი უკვე არის რუსული გაზი.

რომელიც ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის რუსეთის საბრძოლო იარაღი სხვადასხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ევროპა მთლიანად გაეთიშა რუსულ გაზს, უნგრეთი და სლოვაკეთი მომავალი წლიდან ასევე ჩაეხსნებიან, რაღაც შეღავათიანი პერიოდი დაუწესა ტრამპმა და ვინ დარჩა, ასე ვთქვათ, რუსეთს აი ამ დიდ რეგიონში, სადაც მან დაკარგა 60 მილიარდიანი ბაზარი? დარჩა სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი.

რუსეთმა ფაქტობრივად ამოდენა, ასე ვთქვათ, ბაზარი დაკარგა, ჩაუწვა გაზი და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანას, ამ შემთხვევაში საქართველოს, შეუმციროს გაზის ტარიფი, პირიქით — 2026-ში და 2025-შიც, 24-თან შედარებით, გაზის ტარიფი გაიზარდა", - ამბობს გოცირიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები