მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო გარემო არის იდეალური" - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო გარემო არის იდეალური", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკავშირის ანგარიშში საბაზრო ეკონომიკის ინდექსში საქართველოს მოწინავე პოზიციებს შეეხებოდა.

მისივე თქმით, ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი ამ მიღწევების შენარჩუნებაა, მოსახლეობის კეთილდღეობისა და საგარეო გეოპოლიტიკური პოზიციების გამყარებისთვის.

„საინვესტიციო გარემო არის იდეალური ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის ამ მიღწევების შენარჩუნება. ეკონომიკის ზრდა არის უმთავრესი იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ კეთილდღეობის ხარისხი ჩვენი მოსახლეობისთვის, იმისათვის, რომ საგარეო გეოპოლიტიკური პოზიციები გავიმყაროთ, ზოგადად, ქვეყნის პოზიციები გავამყაროთ საერთაშორისო გეოპოლიტიკაში. მომავალშიც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებას,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები