"საქართველოში [დემოკრატიის] ასეთი უკუსვლა ძალიან შემაშფოთებელია" - ამის შესახებ ბრიუსელში, NATO-ს მინისტერიალის დახურულ შეხვედრამდე, მედიასთან ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ისაუბრა. მისი თქმით, ნიდერლანდები საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისრის განცხადებას იზიარებს.
"თქვენ უკვე ნახეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ გავრცელებული განცხადება, ნიდერლანდებიც, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვანი წევრი სახელმწიფო, სრულად ვიზიარებთ ამ განცხადებას და შეშფოთებულები ვართ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო.
ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი პროევროპელია, სურს ევროპული ჰორიზონტისკენ სვლა და გვინდა ისინი გავამხნევოთ, რათა ეს პოზიცია შეინარჩუნონ... [ამისთვის] როგორც ევროკავშირი, [ნიდერლანდებიც] დგამს ნაბიჯებს, მაგალითად, ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედების გზით", - განაცხადა კასპარ ველდკამპმა.
საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების და მედიის არსებობას - კალასი და კოსი ახლად მიღებულ კანონებზე