მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენთვის მთავარი ღირებულება ადამიანებზე ზრუნვაა“ - "არქიში” თანამშრომელთა ლოიალობის ინდექსი გაიზარდა

არქი

დეველოპერულ კომპანიას "არქიში" თანამშრომელთა ლოიალობის ინდექსმა ბოლო წლებში მკვეთრად იმატა და 2026 წლის კვლევაში უკვე 84% შეადგინა.

თუ რას ნიშნავს ეს მაჩვენებელი კომპანიისთვის, რა პოლიტიკა და მიდგომები დგას ამ შედეგის უკან და როგორ მუშაობს "არქი" თანამშრომელთა განვითარებისა და ჩართულობის გასაძლიერებლად, ამ თემებზე "საქმიანი დილის" ეთერში "არქის" გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა და HR დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეთუნა ჟვანიამ ისაუბრეს.

შიო ხეცურიანმა ხაზი გაუსვა კომპანიის წარმატებაში თანამშრომლების როლს და აღნიშნა, რომ სწორედ თანამშრომლებია ის ძირითადი აქტივი, რაზეც კომპანია დგას.

"ჩვენთვის, როგორც ლიდერი კომპანიისთვის, მთავარი ღირებულება არის ადამიანი და ადამიანებზე ზრუნვა, აქ ვგულისხმობ არა მხოლოდ ჩვენს თანამშრომლებს, რა თქმა უნდა ასევე ჩვენს გამორჩეულ მომხმარებელს, ჩვენს არქელებს და კარგად გვესმის, რომ ჩვენი თანამშრომლების დამსახურებით არის ის, რომ ჩვენი არქელები იღებენ იმ მომსახურებას, იმ პროდუქტს, რითაც ისინი შემდეგში ხდებიან ბედნიერები, კმაყოფილები, თავს გრძნობენ კომფორტულად და ზუსტად ეს ორი თანხვედრა - ჩვენი თანამშრომლის და ჩვენი მომხმარებლის - არის ის, რაც განაპირობებს, რომ დღეს ნომერ პირველი კომპანია ვართ.

ყოველი წლის განმავლობაში მომავალი წლისთვის ვემზადებით ზუსტად ისე, რომ ვიგებთ რა საჭიროება უდგას კომპანიას, რა საჭიროება უდგას თითოეულ ადამიანს პროფესიული ზრდისთვის და რა მიმართულებით განვითარების სურვილი აქვს - ასე დგება შემდეგი წლის განვითარების გეგმა",- განაცხადა "არქის" გენერალურმა დირექტორმა.

თავის მხრივ, ეთუნა ჟვანიამ აღნიშნა, რომ თანამშრომელთა ლოიალობის ინდექსში "არქის" მაჩვენებელი არა მხოლოდ ადგილობრივ, გლობალურ დონეზეც მაღალია. მისი თქმით, მაღალი შედეგი კომპანიას უბიძგებს, რომ კიდევ უფრო მეტი იმუშაოს მისი შენარჩუნების და გაუმჯობესების მიზნით.

"დიდი ხანია ამ კვლევებს ვაკეთებთ და ასეთი მაჩვენებელი აქვს რამდენიმე კომპანიას მთელი მსოფლიო მასშტაბით, რაც არის ძალიან საამაყო. Google-საც კი არა აქვს, მაგალითად ამ ეტაპზე ასეთი შედეგი. IBM-ს აქვს ხოლმე ძალიან მაღალი და ქართულ რეალობაში სიმართლე რომ გითხრათ მე ჯერ არ მსმენია. ერთი, რაც ძალიან დაგვეხმარებოდა ქართულ რეალობაში, რომ შევდარდეთ ერთმანეთს არის ის, რომ ვაკეთებდეთ ამას სისტემატურად კომპანიები, რომლებიც ასე ვზრუნავთ თანამშრომლების ბედნიერებაზე, ჩართულობაზე და კმაყოფილებაზე. კიდევ ასე ძლიერად უნდა ვიმუშაოთ ამ თემაზე, რომ ეს შედეგი შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. ჩვენმა თანამშრომლებმა იციან, რომ ნებისმიერი მიმართულებით განვითარება, რაც ხელს შეუწყობს მათ როგორც პროფესიულ, ასევე კარიერულ წინსვლას, ჩვენთან არის შესაძლებელი და ამის ხელშეწყობა აქვთ სრულად",- განაცხადა ეთუნა ჟვანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები