მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას" - "ოქროს ბირჟის" დირექტორი ხანძრის დეტალებზე

ოქროს კიდობანი
სტატიაში საუბარია:

გუშინ საღამოს სავაჭრო ცენტრ "ოქროს კიდობანში" გაჩენილი ხანძრის შემდეგ, "ოქროს ბირჟა" მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ამის შესახებ "პირველებს" "ოქროს ბირჟის" დირექტორმა განუცხადა.

ნანა სონგულიას თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენაზე გამოძიება მუშაობს, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი კი ჯერჯერობით უცნობია.

"მიზეზს დაადგენს გამოძიება, რა თქმა უნდა. ოქროს ბირჟა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, ვაგრძელებთ მუშაობას. აქ არაფერი არც დაშავებულა, არც არავინ დაზიანებულა.

ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა, სავარაუდოდ კაფეს ტერიტორიაზე. პატარა მონაკვეთი იყო, დაახლოებით 300 მ²-მდე დაიწვა. რა მოხდა ჩვენ თვითონ არ ვიცით, ალბათ გამოძიება დაადგენს", - განაცხადა ნანა სონგულიამ.

"ოქროს კიდობნის" ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ამის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში ცეცხლის ლოკალიზებას 10-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა ცდილობდა. საგამოძიებო მოქმედებები და ზარალის აღწერა სავაჭრო ცენტრის შიდა ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე საათია, რაც უწყვეტად მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები