მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩხენკელს აქვს ხედვა, უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს განათლების სისტემა ქვეყანაში - პრემიერი

613cb43e889f1
BM.GE
11.09.21 17:46
1201
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატის წარდგენისას 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის განათლების მიმართულებით მთავრობის და კონკრეტულად მინისტრის ხედვებზე ისაუბრა.

"ჩვენ საკმაოდ ხელშესახები პროგრესი გვქონდა განათლების მიმართულებით. გვესწრება ბატონი მიხეილ ჩხენკელი, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ განავითაროს და კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს განათლების სისტემა ქვეყანაში. ჩვენ ვაშენებთ სკოლებს, ბაღებს, 170 ახალი სკოლა ავაშენეთ, 250 სკოლის რეაბილიტაცია განვახორციელეთ, ასეულობით ახალი საბავშვო ბაღი აშენდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, მაგრამ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი.

ბატონ მიხეილს აქვს გეგმა, 800 სკოლა იქნას რეაბილიტირებული თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით. გვაქვს გეგმა, რომ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში აშენდეს პროფესიული სასწავლებელი, ჩამოვიყვანთ უცხოელ სპეციალისტებს, რომ ადგილზე მივცეთ თანამედროვე, ევროპული ტიპის პროფესიული განათლება ჩვენს ახალგაზრდებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები