მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CityPay.io აანონსებს Tether (USDt) Polygon PoS Network-ზე მხარდაჭერას

CityPay
BM. GE
08.10.23 13:00
55

CityPay.io, კრიპტოვალუტის დახმარებით პროდუქტისა და მომსახურების მიღების საშუალებაა რეგიონში, დღეიდან აანონსებს Tether (USDt) მხარდაჭერას Polygon PoS ქსელში, Etherium მასშტაბირებით.

დღეიდან CityPay.io-ს მომხმარებელს შეუძლია შეუფერხებლად გამოიყენონ Tether (USDt). ის აერთიანებს Tether-ის სტაბილურობას Polygon PoS ქსელის სიჩქარესა და ეფექტურობას, რაც ერთობლივად საჭირო გადაწყვეტას ქმნის ინდივიდებისა და ბიზნესებისთვის.

"მოხარულები ვართ, რომ შემოვიტანოთ Tether (USDt) Polygon PoS ქსელში CityPay.io-ს მეშვეობით, რაც ჩვენს მომხმარებლებს შეუქმნის შეუფერხებელ გამოცდილებას სტაბილური კრიპტოვალუტის გამოყენებით", - თქვა ერალფ ჰატიპოღლუმ, CityPay.io-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. "ეს ინტეგრაცია კიდევ ერთი მაგალითია, რომ თანდათან ვუახლოვდებით ჩვენს მიზანს - შემოგთავაზოთ უფრო და უფრო მეტი გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალებას აძლევს ინდივიდებსა და ბიზნესებს გამოიყენონ კრიპტოვალუტის სრული პოტენციალი ყოველდღიურ გამოყენებაში."

CityPay.io-ს მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს კრიპტოვალუტის ეკოსისტემის ზრდას და განვითარებას და ეს ინტეგრაცია ამ მისიისკენ მიმავალი გზის ნაწილია. მომხმარებლებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ გამოიყენონ Tether (USDt)-ის უპირატესობები Polygon PoS ქსელში, CityPay.io გზას უხსნის უფრო ეფექტურ და ხელმისაწვდომ კრიპტო ეკონომიკას.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები