საქართველოსა და კავკასიის რეგიონის არქიტექტურულ ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება. Cityzen Tower-მა — პირველმა ცათამბჯენმა კავკასიაში, რომელიც ლეგენდარული არქიტექტურული ბიუროს, Zaha Hadid Architects-ის მიერ არის შექმნილი , მსოფლიო აღიარება მოიპოვა და ერთბაშად სამი უმსხვილესი საერთაშორისო არქიტექტურული და დიზაინერული კონკურსის გამარჯვებული გახდა.
ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისში მიმდინარე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა არა მხოლოდ ლოკალური, არამედ გლობალური მასშტაბის მოვლენაა, რომელიც რეგიონში პრემიუმ კლასის ცხოვრებისა და არქიტექტურული დიზაინის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.
პროექტის მიერ მოპოვებული ჯილდოების სია:
- BLT Built Design Awards (გამარჯვებული) – კატეგორიაში Architectural Design / Residential. ეს პრესტიჟული ჯილდო გადაეცემათ პროექტებს, რომლებიც გამოირჩევიან უზადო ურბანული და არქიტექტურული ხედვით.
- World Architecture Community (გამარჯვებული) – კატეგორიაში Mixed-Use. აღნიშნული გამარჯვება ხაზს უსვამს კომპლექსის ფუნქციურ მრავალფეროვნებას და მის ორგანულ ინტეგრაციას თანამედროვე ქალაქის რიტმში.
- World Architecture News (WAN) Awards (ოქროს მფლობელი) – კატეგორიაში Residential. WAN Awards მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული პლატფორმაა და მისი უმაღლესი, ოქროს ჯილდო Cityzen-ის არქიტექტურულ და სტრუქტურულ უპირატესობაზე მეტყველებს.
მშენებლობა და გაყიდვები: თბილისის ახალი, გამორჩეული ლენდმარკის მშენებლობა უკვე დაწყებულია და პროცესი გეგმის მიხედვით, აქტიურ ფაზაშია. მასშტაბური პროექტის დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა 2029 წლის ივლისში იგეგმება. პარალელურად, კომპლექსში აპარტამენტების გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს.
საერთაშორისო აღიარებამ და Zaha Hadid Architects-ის უნიკალურმა ხელწერამ პროექტის მიმართ ინტერესი როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ინვესტორებში კიდევ უფრო გაზარდა.
Cityzen Tower-ის პარამეტრული, დინამიკური ფორმები და ფუტურისტული ვიზუალი ცნობილი არქიტექტურული ბიუროს საუკეთესო გამოვლინებაა. პროექტი წარმატებით აერთიანებს მაღალტექნოლოგიურ ინოვაციებს, მდგრადობასა და ელიტარულ საცხოვრებელ გარემოს. საერთაშორისო ჟიურის წევრების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება სწორედ არქიტექტურულ ინოვაციურობასა და იმ მასშტაბს დაეთმო, რომლითაც კომპლექსი თბილისის თანამედროვე იერსახეს ცვლის.
„ეს გამარჯვება არ არის მხოლოდ Cityzen-ის წარმატება; ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არქიტექტურული მოვლენა. სამმა უმსხვილესმა საერთაშორისო ჯილდომ დაადასტურა, რომ ჩვენი ხედვა — შეგვექმნა მსოფლიო დონის პარამეტრული ლენმარკი თბილისში — რეალობად იქცა. გვჯერა, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და თაუერს კიდევ ბევრი აღიარება ელოდება წინ. გაყიდვების მაღალი ტემპი კი მიუთითებს იმაზე, რომ მომავლის საცხოვრებელი გარემო სულ უფრო ხელშესახები ხდება.“ -
Cityzen-ის კომპლექსი აგრძელებს განვითარებას და საერთაშორისო ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ, პრემიუმ კლასის აქტივად რჩება, რომელიც მომავლის ცხოვრების სტილს დღესვე სთავაზობს მომხმარებელს.
ჯილდოებზე დამატებითი დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე: Zaha Hadid Egnyte Assets

























