მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Clarks-ის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან

60df1ffc6e071
ნათია თაქთაქიშვილი
02.07.21 21:40
748
Clarks-ის დაახლოებით 100-მდე თანამშრომელი გაფიცვით იმუქრება. როგორც ბრენდის თანამშრომლები აცხადებენ, მათ კომპანიის მენეჯმენტი სამსახურიდან გაშვებით ემუქრება, რის შემდეგაც Clarks-ი მათ ხელახლა დაიქირავებს შეცვლილი პირობებით. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, თანამშრომლების განცხადებით, კომპანია მათ დაქირავებას გაუარესებული პირობებით აპირებს. ახლი კონტრაქტის თანახმად, მათი ანაზღაურება დაახლოებით 15%-ით შემცირდება, ასევე ნაკლები საშვებულებო პერიოდი ექნებათ.

ამჟამინდელი მონაცემებით, კომპანიას საკუთარი გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად 45-დღიანი პერიოდი აქვს აღებული.

შეგახსენებთ, ფეხსაცმელების მწარმოებელი ბრენდი Clarks-ი სომერსეტში 1825 წელს დაარსდა და ამჟამად კომპანია 460 მაღაზიას ფლობს დიდ ბრიტანეთში, ხოლო 700-მდე მაღაზიას მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ Clarks-ის მნიშვნელოვანი წილი ჰონკონგში დაფუძნებულმა LionRock Capital-მა მიმდინარე წლის დასაწყისში 100 მილიონ ფუნტად შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები