მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Claude-ის ლიმიტები გაორმაგდა! – რას მოიცავს Anthropic-ის და SpaceX-ის შეთანხმება?

anth

ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე სტარტაპმა, Anthropic-მა ილონ მასკის SpaceX-თან სტრატეგიული შეთანხმება გააფორმა, რაც კომპანიას გამოთვლითი სიმძლავრეების მნიშვნელოვან ზრდაში დაეხმარება.

ხელშეკრულების თანახმად, Anthropic-ი ტენესის შტატში მდებარე Colossus 1-ის ობიექტის სრულ რესურსს აითვისებს, რომელიც 220,000-ზე მეტ Nvidia-ს პროცესორს აერთიანებს. ეს ნაბიჯი Anthropic-ს ერთი თვის ვადაში 300 მეგავატის მოცულობის ახალ სიმძლავრეებს მისცემს, რაც Claude-ზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის არის საჭირო.

თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია SpaceX-ისთვის, რომელიც IPO-სთვის ემზადება და პოტენციური ინვესტორების წინაშე საკუთარი ტექნოლოგიური ამბიციების დემონსტრირებას ახდენს.

როგორც ირკვევა, მხარეები განიხილავენ კოსმოსურ ორბიტაზე განთავსებული მრავალგიგავატიანი მონაცემთა ცენტრების ერთობლივ განვითარებასაც.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკმა, რომელიც ადრე Anthropic-ს აკრიტიკებდა, პოზიცია შეცვალა და აღნიშნა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობის მიდგომა ხელოვნური ინტელექტის კაცობრიობის სასიკეთოდ გამოყენების შესახებ მასში ნდობას იწვევს.

SpaceX-თან გაფორმებული გარიგების წყალობით, Anthropic-მა ფასიანი პაკეტების მომხმარებლებისთვის Claude Code-ის გამოყენების ლიმიტები გააორმაგა და პიკის საათებში არსებული შეზღუდვები გააუქმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები