მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CleanSpark-მა $40 მილიონის მაინინგ მოწყობილობები იყიდა

6478af0c7c181
გიორგი თოლორდავა
02.06.23 00:40
1304
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა მაინინგ კომპანია CleanSpark-მა 40 მილიონი დოლარის ღირებულების მაინინგ მოწყობილობები იყიდა. საუბარია დაახლოებით 12,500 მაინერსა და კომპიუტერზე.

ინვესტიციის შედეგად, CleanSpark-ის სიმძლავრე 1.76 ექსაჰაშ/წამით გაიზრდება ანუ თითოეულ წამში კომპანია დამატებით ამდენი ეთერიუმის გამომუშავებას შეძლებს. 2023 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს, რომ საერთო სიმძლავრე 16 ექსაჰაშამდე გაზარდოს.

მაინინგ მოწყობილობების უმეტესობა ჩინეთიდანაა შეძენილი, სადაც 2020 წელს კრიპტოვალუტების მაინინგი სრულად აიკრძალა.

CleanSpark-ის წარმომადგენლობის განცხადებით, მომავალი წლიდან კრიპტობირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია დაიწყება, ამიტომაც კომპანია მომდევნო ბუმისთვის უნდა მოემზადოს და რაც შეიძლება დიდი რაოდენობით მაინინგ მოწყობილობები მოიმარაგოს.

აღსანიშნავია, რომ CleanSpark-ი უოლ-სტრიტზე, Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიაა, რომელიც 1987 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში კომპანია განახლებადი ენერგიის განვითარებაზე იყო ფოკუსირებული, ათი წლის წინ კი იგი ფაქტობრივად სრულად გადაერთო კრიპტოაქტივებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები