მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტომაინინგის გლობალურ რეიტინგში რუსეთმა მეორე ადგილი დაიკავა

644a46003ad0c
გიორგი თოლორდავა
27.04.23 14:17
1405
რუსეთის ფედერაციის მასშტაბით კრიპტოაქტივების მაინინგზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთი გლობალურ რეიტინგში მეორე ადგილამდე დაწინაურდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში მაინინგ-აქტივობა იზრდება.

საერთო ჯამში, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში რუსეთში კრიპტო მაინინგზე 1 გიგავატი ენერგია დაიხარჯა, რაც ქვეყნის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.

ანალიტიკოსების შეფასებით, ამჟამად ქვეყანაში 800,000-მდე აქტიური მაინინგ მოწყობილობაა, თუმცა მათი ნაწილი სრული სიმძლავრით ჯერაც არ მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ მაინერები სრულ სიმძლავრეს აითვისებენ, მაშინ საერთო ენერგომოხმარება 2.5 გიგავატს მიაღწევს.

ბოლო ხუთ წელიწადში რუსეთში მაინინგ და Data-ცენტრების რაოდენობა 20-ჯერაა გაზრდილი, რასაც ელექტროენერგიის დაბალი ტარიფები და ცივი კლიმატი განაპირობებს. განსაკუთრებით მკვეთრი აღმასვლა ირკუტსკისა და ციმბირის რეგიონებში შეინიშნება.

აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჩინეთსა და ყაზახეთში კრიპტოაქტივების მაინინგი იზღუდება, იქ ბაზირებული კომპანიები კი ახლა უმეტესწილად სწორედ რუსეთში აგრძელებენ ოპერირებას.

ცნობისთვის, მაინინგის გლობალურ რეიტინგში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, სადაც ენერგომოხმარება 4 გიგავატს აღწევს. ათეულში აგრეთვე ვხედავთ კანადას, ისლანდიას, ირლანდიას, მალაიზიასა და ყურის ქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები