მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტო მაინინგის რეიტინგში რუსეთმა მეორე ადგილი დაიკავა

მაინინგი

რუსეთის ფედერაციის მასშტაბით კრიპტოაქტივების მაინინგზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთი გლობალურ რეიტინგში მეორე ადგილამდე დაწინაურდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში მაინინგ-აქტივობა იზრდება.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს რუსეთში კრიპტო მაინინგზე 2 გიგავატი ენერგია დაიხარჯა, რაც ქვეყნის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.

ანალიტიკოსების შეფასებით, ამჟამად ქვეყანაში 800,000-მდე აქტიური მაინინგ მოწყობილობაა, თუმცა მათი ნაწილი სრული სიმძლავრით ჯერაც არ მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ მაინერები სრულ სიმძლავრეს აითვისებენ, მაშინ საერთო ენერგომოხმარება 3-ჯერ გაიზრდება.

ბოლო ხუთ წელიწადში რუსეთში მაინინგ და data-ცენტრების რაოდენობა 20-ჯერაა გაზრდილი, რასაც ელექტროენერგიის დაბალი ტარიფები და ცივი კლიმატი განაპირობებს. განსაკუთრებით მკვეთრი აღმასვლა ირკუტსკისა და ციმბირის რეგიონებში შეინიშნება.

აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჩინეთსა და ყაზახეთში კრიპტოაქტივების მაინინგი იზღუდება, იქ ბაზირებული კომპანიები კი ახლა უმეტესწილად სწორედ რუსეთში აგრძელებენ ოპერირებას.

ცნობისთვის, მაინინგის გლობალურ რეიტინგში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, სადაც ენერგომოხმარება რუსეთთან შედარებით ოთხჯერ მეტია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები