რუსეთის ფედერაციის მთავრობა კრიპტოინდუსტრიის რეგულირებისთვის ემზადება. როგორ ცნობილია, კანონმდებლები, ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ბანკი ერთიან კანონმდებლობაზე მუშაობენ, რომელიც მოიცავს როგორც კრიპტოვალუტებით განხორციელებულ ტრანზაქციებს, ასევე ვაჭრობას და მაინინგს.
კანონპროექტის ინიციატორების შეფასებით, ინდუსტრიის რეგულირება სარგებელს მოუტანს როგორც მომხმარებელს, ასევე სახელმწიფოს, რადგან მომხმარებლები უსაფრთხოებას და სანდოობას მიიღებენ, სახელმწიფო კი კრიპტობირჟების და მაინერების მხრიდან გადასახადების მიღებას შეძლებს, რაც ქვეყნის ბიუჯეტს მოხმარდება. წინასწარი შეფასებით, მხოლოდ მაინერების მხრიდან რუსეთი ყოველწლიურად 540 მილიონი დოლარის გადასახადების მიღებას გეგმავს.
გარდა ამისა, ქვეყანაში დაგეგმილია KYC და AML სტანდარტების დანერგვა, რათა თაღლითებმა და კრიმინალებმა ვერ შეძლონ ფულის გათეთრება, ტერორიზმის დაფინანსება და არალეგალური ტრანზაქციების განხორციელება.
რამდენად მკაცრი რეგულაციების დაწესებას გეგმავს რუსეთის ფედერაცია, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ახალი კანონი ინდუსტრიის ყველა ძირითად რგოლს შეეხება და ის ყოვლისმომცველი იქნება.