მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Cloud-სერვისების მიმწოდებელი უმსხვილესი კომპანიების რეიტინგი

cloud

Cloud-გამოთვლები და სერვისები თანამედროვე ციფრული ეკონომიკის საყრდენია. ის ამოძრავებს ყველაფერს, სოციალური მედიის პლატფორმებიდან დაწყებული, საწარმოთა პროგრამული უზრუნველყოფით დამთავრებული.

Cloud-ბაზრის მოცულობა $750 მილიარდის ფარგლებშია და ის წლიურად საშუალოდ 20.4%-ით იზრდება, რაც მას პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ინდუსტრიად აქცევს.

ზრდის დინამიკასთან ერთად, ამ ბაზარს სირთულეც გამოარჩევს, რადგან მცირე ზომის კომპანიებისათვის იქ შესვლა ფაქტობრივად შეუძლებელია, ვინაიდან, ბაზრის უდიდესი წილს პლანეტის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის: Amazon-ი, Microsoft-ი, Google-ი და Alibaba აკონტროლებენ.

უფრო კონკრეტულად, Cloud-ბაზრის განაწილება შემოსავლებისა და წილის მიხედვით ასეთია:

1. AWS - $29.7 მლრდ | ბაზრის 30%
2. Microsoft Azure - $19.8 მლრდ | ბაზრის 20%
3. Google Cloud - $12.9 მლრდ | ბაზრის 13%
4. Alibaba Cloud - $4.0 მლრდ | ბაზრის 4%
5. Oracle - $3.0 მლრდ | ბაზრის 3%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები