მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: როგორ გამოიყენა სანტორინიმ პანდემია საკეთილდღეოდ?

5ef22f7bf21dd
მარიამ ადამია
24.06.20 00:10
2692
საბერძნეთის ერთ-ერთ ტურისტულად ყველაზე დატვირთული კუნძული სანტორინი, რომელიც ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტ უცხოელს მასპინძლობს, 1 ივლისიდან ხსნის საზღვრებს საერთაშორისო ტურიზმისთვის და ჯავშნების მიღება უკვე თვეზე მეტია დაწყებულიი აქვთ. ამის პარალელურად კი საუბრობენ პანდემიის დადებით მხარეებზე და ფიქრობენ, რომ ამ მძიმე ბრძოლასაც ეყოლება გამარჯვებულები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მათ შორის სანტორინი აუცილებლად მოხვდება.

როგორც CNN წერს, უჩვეულო სიცარიელე - ეს არის პირველი, რაც სანტორინიზე ადგილობრივებს თვალში ხვდებათ, იმ დროს, როცა, covid-19-მდე დაახლოებით 15%-იან ზრდას ვარაუდობნენ კურორტზე. შექმნილი მდგომარეობა ერთი შეხედვით დრამატულად მძიმეა, მაგრამ რეალურად, ეს სიცარიელე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოიყენეს - ექსპლოატაციაში შევიდა ახალი აეროპორტი, ასევე დასრულდა ახალი გზა, რომელიც ოიოს კუნძულს აეროპორტსა და პორტს ერთმანეთთან აკავშრებს. ანუ პანდემია სანტორინიზე განტვირთვისა და სიახლეებისთვის გამოიყენეს, ხოლო ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ უფრო მეტი ტურისტის მიღების მოლოდინი აქვთ.

ზოგიერთმა სასტუმრომ ეს სამი თვე, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობების დასალაგებლად და მიდგომების შესაცვლელად გამოიყენა. ანუ ეს არის ახალი ეპოქა კუნძულისთვის, რაც სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტი ტურისტის მიზიდვის ჭკვიანური გათვლაა, საჯარო თუ კერძო სექტორის მხრიდან.

საბერძნეთისთვის ფინანსური კრიზისი უცხო არ არის, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა მასობრივი ტურიზმის საშუალებით ეკონომიკის გაძლიერებას. ქვეყანაში მოქალაქეთა 20% სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული და ის ეკონომიკის 30%-ს შეადგენს, ამიტომ ახლაც და მომავალშიც, განსაკუთრებით კუნძულებს უწევთ ყველა არსებული თუ არარსებული ზომების მიღება, რომ ზაფხული და შემოდგომა დატვირთონ ტურისტებით, რაც სანტორინის როგორც ჩანს ეფექტიანად გამოსდის – წერს CNN-ი.