მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

CO-თი გამოწვეული უბედური შემთხვევების 80% გაქირავებულ ბინებში ხდება – ენერგოომბუდსმენი

გაზი

CO-თი გამოწვეული უბედური შემთხვევების უმეტესობა, დაახლოებით 80%, სწორედ გაქირავებულ ბინებში ფიქსირდება. ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

წელს, გაზის მოხმარების წესების დარღვევების 70% ისანი-სამგორში გამოვლინდა - სტატისტიკა უბნების მიხედვით

მისი თქმით, საერთო შემთხვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, რაც ნაწილობრივ შემოწმებებისა და დარღვევების გამოსწორების შედეგია. ნინო გულეიშვილის განცხადებით, პრობლემის მთავარ წყაროს დღემდე წარმოდგენილ ბინებში კუსტარული და სტანდარტებისთვის შეუსაბამო მოწყობილობები წარმოადგენს.

„ვერ ვიტყვი, რომ დარღვევები მთლიანად მოიშალა. ძირითადად, პრობლემა გაქირავებულ ბინებზეა, სადაც ხშირად არასწორად არის მოწყობილი ქსელი ან დანადგარები, რომლებიც სტანდარტებს არ შეესაბამება. გამოვლენილი დარღვევების 80% სწორედ ასეთი ბინებიდან მოდის“, – აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.

ენერგოომბუდსმენის განცხადებით, შემოწმებების დროს კომპანიამ დარღვევები აღმოაჩინა, ცალკეულ შემთხვევაში დანადგარები ჩაიხსნა, ზოგიერთ მომხმარებელს კი მიწოდება შეუწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები