მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola Bottlers Georgia „ციფრული ფოტომატიანის“ მხარდამჭერი ხდება

64785a91699a5
BM.GE
01.06.23 12:45
464
2 ივნისს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. შეთანხმების მიზანია ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის, „ციფრული ფოტომატიანის“ მხარდაჭერა, რომელიც მიზნად ისახავს გასული ორი საუკუნის და ამ საუკუნის დასაწყისის ვიზუალური ისტორიის შექმნას.

ილია ჭავჭავაძე წერს: საქართველოს ისტორია, ძირითადად, მეფეებისა და ომების ისტორიაა, ხალხი არ ჩანსო. თუ რამე აკლია ქართულ ქრონიკებს, სწორედ ყოფის, ყოველდღიურობის, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ამბების დოკუმენტური ასახვაა. ევროპული კულტურა ადამიანთა ყოფას ნებისმიერ კონტექსტში აღწერს და ასახავს. „ციფრული ფოტომატიანე“ ეროვნული ბიბლიოთეკის ყველაზე ამბიციური პროექტია, რომელიც სწორედ ამ საქმეს ემსახურება: ის XIX, XX საუკუნეებისა და XXI საუკუნის დასაწყისის ვიზუალურ ისტორიას ქმნის.

პროექტის ფარგლებში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პიროვნების არქივი თუ უცნობი ფოტოა გაციფრებული. ამავდროულად აქ ჩანს ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანების ცხოვრებაც (გლეხი, მუშა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი) თავისი კულტურული თავისებურებებით, კონტექსტით, ჩაცმულობით, მანერებით.

„ცუფრული ფოტომატიანე“ საუკეთესოდ აღწერს ეპოქების სულს. ამ პროექტის საშუალებით უამრავი ადამიანის იდენტიფიცირებაც გახდა შესაძლებელი. ეროვნული ბიბლიოთეკა აციფრებს ფირების ნეგატივებსაც, რომლებიც ძველ ფოტოატელიეებს აქვთ შემონახული.

ახლახან აღმოჩნდა ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გალაკტიონ ტაბიძის აქამდე უცნობი ფოტოები. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მიხეილ მესხის უნიკალური არქივის გაციფრება; ასევე გურიაში დაცული ფოტოატელიეს ორმოცწლიანი ისტორიის დიგიტალიზაციის. შეთანხმებულია ქუთაისის ისტორიული მუზეუმის, ზუგდიდის სახელმწიფო-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფონდების გაციფრება.

Coca-Cola-სთან თანამშრომლობა პროექტს უფრო ფართო მასშტაბებს შესძენს; ჩვენს ვიზუალურ ისტორიას კი გაცილებით დიდი არეალი გაუჩნდება. მემორანდუმის თანახმად, კომპანია პროექტს ტექნიკური აღჭურვილობით დაეხმარება.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები