მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰარვარდთან ინტენსიური მოლაპარაკებები გვაქვს" - თემურ ჭყონია

63b3dc47c9834
ვიქტორია მღებრიშვილი
03.01.23 13:00
8537
Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელი თემურ ჭყონია 2023 წლიდან განსახორციელებელ პროექტებს აანონსებს და აცხადებს, რომ მთავარი კომპანიისთვის ამ პერიოდის განმავლობაში განათლების დონის ამაღლება და მენტალური ცვლილებები იქნება. სიახლეებისა და გეგმების შესახებ მან BMGtv-ის ეთერში „თიბისი კონცეპტის“ რუბრიკაში ისაუბრა.

თემურ ჭყონია კომპანიისთვის 2022 წელს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ გასული წელი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მიეძღვნა.

„მთელი აქცენტები ახალი ტექნოლოგიების, ცოდნისა და მენტალიტეტის განვითარებაზე გვქონდა გაკეთებული. ეს რთული იყო და ბოლომდე ჯერ გადალახული არ არის, რაც თავში მიტრიალებს. თანამედროვეობა ახალ ტექნოლოგიებს, ბიზნესის განვითარებაში ცოდნის ჩადებას მოითხოვს, ამის დაახლოებით 10-15%-ით მივაღწიე, რამაც კომპანიის 30%-ით გაზრდის შესაძლებლობა მოგვცა. 2023 წელს ამ ცვლილებებს გავაგრძელებთ, ახალმა აზროვნებამ დიდი შედეგი მოგვცა. 2022 წელს დავიწყეთ და ამ ცვლილებებს როდის დავასრულებთ არ ვიცით, ყოველ წელიწადს ახლის დაწყება და სიურპრიზების შეთავაზება საინტერესო არ არის, საკითხი ბოლომდე უნდა მიიყვანო“, - განაცხადა ჭყონიამ.

Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელი იმ პროექტებზე საუბრობს, რომლის განხორციელებაც კომპანიაში გეგმავენ. მათ შორის ერთ-ერთი ჰარვარდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებაა.

„კოკა-კოლას ასეთი მიმართულება აქვს - ყალიბდება კოკა-კოლა აკადემია. ინტენსიური მოლაპარაკებები მიდის ჰარვარდთან, რომ ლექციები ონლაინ ჩართვით ჩატარდეს. ეს მხოლოდ კოკა-კოლას თანამშრომლებისთვის არ იქნება, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება.

მეორე ძალიან სერიოზული პროექტი - კოკა-კოლას კინოაკადემიაა. ცნობილ რეჟისორ რეზო გიგინეიშვილთან პარტნიორობით. ამასთან, ამ აკადემიის გარშემო სოფო (ჭყონია) ხელოვნების მიმართულებას დიზაინთან ერთად აყალიბებს. დიდუბეში კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში დიდი საგანმანათლებლო ცენტრი მოეწყობა“, - განმარტა თემურ ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები