მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola: ერთჯერადი პლასტმასის ბოთლები ისევ მოთხოვნადია

5e27fdd2e034a
ნათია თაქთაქიშვილი
22.01.20 21:00
1522
მსოფლიოში ცნობილი კომპანია Coca-Cola აცხადებს, რომ ერთჯერადი პლასტმასის ბოთლების გამოყენებას ვერ გაემიჯნება, რადგან ასეთი ბოთლები ისევ მოთხოვნადია. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

როგორც კომპანია აცხადებს, მომხმარებელს ეიოლება ასეთი ბოთლების მოხმარება, რადგან მსუბუქია და თავსახურის გამოყენების შესაძლებლობასაც იძლევა. Coca-Cola პირობას დებს, რომ მის მიერ წარმოებული პლასტმასის ბოთლების გადამუშავებას სრულად მოახდენს 2030 წლისთვის.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Coca-Cola-ს განცხადებას ნეგატიურად უყურებენ ეკო-აქტივისტები, ისინი თვლიან, რომ ბოთლები შეუგროვებელი დარჩება და ჩვეულებრივ ნაგვად გადაიქცევა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ცნობილი სასმელების მწარმოებელი კომპანია წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ პლასტმასის შეფუთვას აწარმოებს, რაც წუთში დაახლოებით 200,000 ბოთლს უტოლდება.

ორგანიზაცია Break Free from Plastic-მა გლობალური აუდიტის საფუძველზე 2019 წელს Coca-Cola გარემოს ყველაზე დამაბინძურებელ კომპანიად დაასახელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები