მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის განცხადებით, Coca-Cola აშშ-ში ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტს ცვლის

კოლა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, Coca-Cola-მ აშშ-ში გასაყიდ საკუთარ პროდუქციაში ნამდვილი ლერწმის შაქრის გამოყენებაზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

"Coca-Cola-სთან აშშ-ში გასაყიდ პროდუქტში ნამდვილი შაქრის ლერწმის გამოყენებაზე ვსაუბრობდი და ისინი დამთანხმდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო Coca-Cola-ს ყველა აღმასრულებელს. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება მათი მხრიდან, ნახავთ", - წერს ტრამპი.

ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის განკუთვნილ Coca-Cola-ში კომპანია სიმინდის სიროფს იყენებს. ამ ინგრედიენტის ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ ღიად საუბრობს ტრამპის ადმინისტრაციის ჯანდაცვის მდივანი, რობერტ კენედ უმცროსი.

Coca-Cola-ს რეცეპტის ცვლილების დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბრენდი "პრეზიდენტ ტრამპის ენთუზიაზმს აფასებს" და ინოვაციის შესახებ დეტალები მალე გახდება ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული Coca-Cola-ს დასატკბობად სიროფი გამოიყენება, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მექსიკაში, ავსტრალიაში, სასმლის ინგრედიენტებს შორის შაქარს ვხვდებით. კომპანიის CEO-მ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ სასმელებში შაქრის შემცირების გზაზე Coca-Cola პროგრესს აგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები