მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Coca-Cola-მ ტრამპის რეკომენდაცია გაითვალისწინა - კომპანია აშშ-ში ლერწმის შაქრის გამოყენებას იწყებს

Coca-Cola
BM. GE
23.07.25 18:21
1043

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა გამაგრილებელი სასმელების ბრენდმა, Coca-Cola-მ პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება გაითვალისწინა.

როგორც კომპანიის CEO-მ, ჯეიმს ქუინსმა განაცხადა, Coca-Cola ამერიკაში მოყვანილი შაქრის ლერწმით დამტკბარ სასმელების გამოუშვებს. აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებული, ყველაზე მოთხოვნადი ვარიანტის [ სიმინდის სიროფზე დამზადებული] წარმოება ძველებურად გაგრძელდება.

ცნობისთვის, შაქრის ლერწმით დამტკბარი გამაგრილებელი სასმელები უკვე მრავალი წელია იყიდება შტატებში. მათ შორის ყველაზე პოპულარული “მექსიკური კოლაა”, რომელიც ბაზარზე პირველად 2005 წელს გამოჩნდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შაქრის ლერწმით დამტკბარი კოკა-კოლას გამოშვებას ნაკლებად პოზიტიურად ხვდებიან ჯანმრთელობის ექსპერტები. მათი შეფასებით, განსხვავება სასმელის შაქრის ლერწმისა და მაღალი ფრუქტოზის შემცველი სიმინდის სიროფის გამოყენებას შორის არც ისე დიდია და ჯანმრთელობისთვის ორივე მავნებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული Coca-Cola-ს დასატკბობად სიროფი გამოიყენება, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მექსიკაში, ავსტრალიაში, სასმლის ინგრედიენტებს შორის შაქარს ვხვდებით. კომპანიის CEO-მ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ სასმელებში შაქრის შემცირების გზაზე Coca-Cola პროგრესს აგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები