მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ცოცხალი საქონლის გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა, რაც ექსპორტს აფერხებს” - ფერმერი

62a20323843df
ანუკა ჯოხაძე
10.06.22 10:15
1504
ფერმერებს გადაზიდვის ხარჯები საწვავის გაძვირების გამო 60%-ით გაეზარდათ. ეს განცხადება BM.GE-თან “აგროქიზიყის” დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა გააკეთა. როგორც გონაშვილი ამბობს, გაზრდილი ხარჯი ცოცხალი საქონლის ექსპორტს აფერხებს.

“აგროქიზიყის” დამფუძნებელი ამბობს, რომ სავარაუდოდ ფერმერებს ექსპორტის თვალსაზრისით სახმელეთო გადაზიდვებზე გადართვა მოუწევთ. ბექა გონაშვილი ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზეც საუბრობს.

“მოგვიწევს სხვა რეალობაზე გადაწყობა, შეიძლება ეს იყოს სახმელეთო გზით მიწოდებაც. აქ სამუშაო ბევრია, მთავრობამაც უნდა იმუშაოს, რომ თურქეთმა ტრანზიტის უფლება გახსნას, ამ მიმართულებით სამუშაოა სხვა ქვეყნებთანაც. ასეთ შემთხვევაში ცოცხალი საქონლის და მათ შორის ხორცის გატანა შეიძლება უფრო მოწესრიგდეს. სხვა შემთხვევაში ფიზიკურად არ მგონია მალე დასრულდეს ეს პრობლემები, იმიტომ რომ საწვავიდან გამომდინარე ძალიან გაიზარდა ყველაფერის ხარჯი.

გადაზიდვის ხარჯები ბოლო პერიოდში დაახლოებით 50-60%-მდე გაძვირდა. ეს აფერხებს ექსპორტს, დღევანდელი მდგომარეობა შარშანდელს რომ შევადაროთ, ცოცხალი საქონლის ექსპორტის ნაწილში განსხვავებები არის უკვე. წინა წელს აქტიური იყო მოთხოვნაც და მზადებაც, წელს კი ყველა რაღაცის მოლოდინშია“, - აცხადებს “აგროქიზიყის” დამფუძნებელი, ფერმერი ბექა გონაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები