მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვა აგვისტოდან განახლდება

კალონკა

რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვას აგვისტოდან გააახლებს. რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ ითხოვა, აკრძალვა სექტემბერ-ოქტომბრამდე გაგრძელდეს.

ცნობისთვის, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა რუსეთმა 2024 წლის 1-ელი მარტიდან დააწესა. 20 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით გამონაკლისი მოქმედებს.

"1-ელი აგვისტოდან გამონაკლისის პერიოდი იწურება. ნავთობპროდუქტების ექსპორტის ავტომატური აკრძალვა მხოლოდ ბენზინს ეხება", - განაცხადა ალექსანდრ ნოვაკმა მედიასთან.

როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, აკრძალვა სექტემბერ-ოქტომბრამდე იმოქმედებს.

"პირველ რიგში, მიწოდების - მოთხოვნის ბალანსიდან და შიდა ბაზრის უზრუნველსაყოფად ვმოქმედებთ. თუ დავინახავთ, რომ სექტემბერ-ოქტომბრის შემდეგ, ექსპორტის ბენზინის აკრძალვა საჭირო გახდება, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - აღნიშნა მან.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის გადამმუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმების შემდეგ, ივნისში ნავთობის გადამუშავების მოცულობა 2 წლის დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ბენზინის გამომუშავება დეკემბრის ბოლოდან მაისის ბოლომდე 20%-ით, ხოლო დიზელის საწვავის - 11%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები