მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცოდნის ამაღლების მიზნით 300-ზე მეტი ბენეფიციარი გადამზადდა - სოფლის განვითარების სააგენტო

6350534a6d57c
ალა ისპირიანი
19.10.22 23:30
462
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 300-ზე მეტი ბენეფიციარი გადამზადდა.

მან გადაცემა „ საქმის კურსში“ თქვა, რომ ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც სააგენტოს მიერ დაფინანსებულმა ბენეფიციარებმა წარუმატებლობა ნახეს, ცოდნის არქონა იყო.

"კენკროვანი კულტურების 100%-იანი თანადაფინანსება გვქონდა და ამ შემთხვევაში მსხმოიარობაში შესვლის ვადა გაცილებით მეტია. არის კულტურები, რომლებსაც მსხმოიარობაში შესვლისთვის ნაკლები დრო სჭირდება. მაგალითად, დასავლეთში 500 ჰექტარზე მეტი ბაღი გაშენდა და მიღებული მოსავალი დაფინანსებულებს უკვე შეეძლოთ გაეყიდათ.

ვუსმენთ, როგორც ფერმერებს ისევე ექსპერტებს და საკონსულტაციო კომპანიებს - დონორები ამაში ძალიან გვეხმარებიან. ერთ შემთხვევა იყო, რომ პრობლემა თვითონ ნერგების ხარისხი იყო და ამ ბოლოს პერიოდში შევზღუდეთ ქვეყნები საიდანაც ნერგების შემოტანა ხდება. მათ შორის თურქეთიდან საერთოდ შევწყვიტეთ კანლოვნების შემოტანა.

ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ბაღს სარწყავი წყლით უზრუნველყოფა სჭირდება და იქ, სადაც წყლის ნაკლებობა შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ უკვე 2 წელი ჭაბურღილის კომპონენტი ავამოქმედოთ. შეუძლია ბენეფიციარს თავის ბაღში ჭაბურღილი დაამატოს სადაც 50% -იან თანადაფინანსებას ვახდენთ.

ბენეფიციარისთვის კი ცოდნის ნაკლებობა ბაღის მოვლის ნაწილშია, ამიტომ 300-ზე მეტი ბენეფიციარი სხვა და სხვა რეგიონში გადამზადდა", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები