მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Colors of caucasus - ნატურალური საღებავის ტექსტილი, რომელიც აშშ-სა და ევროპაში გაიყიდება

5d839c401507a
ლევან თაღიაშვილი
21.09.19 19:10
2794
Colors of Caucasus ქართული სტარტაპია, რომელიც ნატურალური ინგრედიენტებით ეკოლოგიურად სუფთა ღებვის ტექნოლოგიას ამუშავებს ბიო ქსოვილის მისაღებად.

GITA-ს გრანტის მოპოვების შემდეგ სტარტაპი ფიქრობს, რომ 3-დან 6 თვეში უკვე პირველ პროდუქტს მიიღებს და შეძლებს პროტოტიპის დამზადებას, რომელსაც სილიკონ ველიში ინვესტორებს წარუდგენენ.

როგორც BM.GE-ის მისი დამფუძნებელი ნინო იოსელიანი უყვება, მოდის ინდუსტრია მსოფლიოს დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა და ინდოეთსა და ჩინეთში მდინარეები სხვადასხვა ქიმიური ნარჩენებითაა სავსე. სწორედ ამიტომ, ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი საღებავებით დამზადებულ ტექსტილზე მოთხოვნა მსოფლიოში დღითიდღე იზრდება და Colors of Caucasus-ის მიერ შექმნილ პროდუქტს ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს.

"საქართველოს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი საღებავებისგან შედგენილი ტექსტილი აწარმოოს. გვაქვს სუფთა წყალი, მრავალი სახის მცენარე, რეგიონებში იაფი მუშა ხელის პოვნა მარტივია, მოდის ინდუსტრიაში რეგიონის ლიდერები ვართ; შესაბამისად, Colors of Caucasus-ს დიდი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, 3-6 თვეში შევქმნით პირველ პროტოტიპს, რომელსაც შემდეგ სილიკონ ველიზე გავიტანთ. GITA-ს 100 000-იანი გრანტი კი, მცენარეების მოპოვებასა და პროტოტიპის შექმნაში დაგვეხმარება", - ამბობს ნინო იოსელიანი.

როგორც Colors of Caucasus-ის დამფუძნებელი აცხადებს, 2020 წლისთვის მსგავსი ტექსტილის ბაზრის ღირებულება მსოფლიოში 75 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, რაც საქართველოს ექსპორტისთვის ახალი შესაძლებლობა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები