მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Concentrix-ის საქართველოში შემოყვანა იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების ინტერესი გამოიწვია - ხიდურელი

615d870d2e589
BM.GE
06.10.21 15:22
1406
კვალიფიციური სამუშაო ძალა, გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვე, განვითარებული სექტორი - მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც საქართველოს მიმზიდველ ადგილმდებარეობად აქცევს ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის მიმართულებით, - ამის შესახებ გავლენიანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Ryan Strategic Advisory-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს.

გავლენიანმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ ანგარიში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთ მიმართულებასთან - Invest in Georgia თანამშრომლობით გამოაქვეყნა.

„აღსანიშნავია, რომ ანგარიში გამოქვეყნდა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია - Concentrix-ის საქართველოში შემოსვლიდან რამდენიმე დღეში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს პოტენციალს, რომელსაც უკვე წამყვანი საერთაშორისო კომპანიები აღიარებენ,“ - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

ანგარიში მიმოიხილავს ბიზნეს სერვისების Outsourcing-ის უახლეს ტენდენციებს და იმ როლს, რომელიც საქართველოს შეუძლია შეასრულოს პანდემიის შედეგად შექმნილ ახალ რეალობაში. კვალიფიციური სამუშაო ძალა, გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვე, განვითარებული სექტორი - მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც საქართველოს მიმზიდველ ადგილმდებარეობად აქცევს.

„სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, უკვე რამდენიმე ისეთმა გლობალურმა კომპანიამ დაიწყო ოპერირება საქართველოში, როგორებიცაა Concentrix; Majorel და EPAM“, - ნათქვამია Ryan Strategic Advisory-ის ანგარიშში.
სრულად ანგარიში ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები