მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

COP 30 - ვინ ესწრება და რატომ არის მნიშვნელოვანი?

cop 30

ბრაზილიაში ათობით ათასი ადამიანი COP 30-სთვის, გაეროს კლიმატის ყოველწლიური კონფერენციისთვის შეიკრიბა. რეკორდულად ცხელი 2024 წლის, ხშირი ექსტრემალური ამინდისა და ყინულის საფარის უპრეცედენტო დნობის ფონზე, ფსონები წლევანდელ სამიტზე კიდევ უფრო მაღალია.

COP “პარტიათა კონფერენციად” (Conference of the Parties) იშიფრება, სადაც “პარტიებში” კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის ხელმომწერი ქვეყნის მთავრობები იგულისხმება. წელს, 10-დან 21 ნოემბრის ჩათვლით კი ასეთი რიგით 30-ე შეხვედრა იმართება. გაეროს მიერ ორგანიზებული ყოველწლიური სამიტი თავს უყრის მსოფლიო ლიდერებს, მეცნიერებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, რათა განიხილონ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გლობალური ძალისხმევა.

წლევანდელი კონფერენცია აღნიშნავს ათწლეულს მას შემდეგ, რაც ქვეყნები პარიზის კლიმატის შეთანხმების გარშემო გაერთიანდნენ. კლიმატის ცვლილებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში ,თითქმის 200-მა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, შეეზღუდათ გლობალური დათბობა ინდუსტრიამდელ დონესთან შედარებით, 1.5°C-მდე.

COP30 ბრაზილიაში, ბელემში იმართება. მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცია სამხრეთ ამერიკაში ადრეც ჩატარებულა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ის ბრაზილიაში იმართება. ასევე, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჯგუფები ამაზონის ტროპიკულ ტყეში იკრიბებიან. ბელემი ამაზონის ტროპიკული ტყის პირას მდებარეობს, რეგიონში, რომელსაც კლიმატის ცვლილება და ტყეების გაჩეხვა ემუქრება, შესაბამისად, ჩატარების ადგილიც სიმბოლურია და, COP30-ის პრეზიდენტობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ ემსახურება მიზანს, ლიდერები კლიმატის კრიზისს პირისპირ შეხვდნენ.

ბოლო მონაცემებით, წლევანდელ კონფერენციაზე დასწრება მსოფლიოს 60-ზე ნაკლებმა ლიდერმა დაადასტურა. ეს მაჩვენებელი მცირეა წინა წლებთან შედარებით, როდესაც აზერბაიჯანის დედაქალაქში COP29-ზე დასასწრებად დაახლოებით 100 უმაღლესი რანგის პოლიტიკოსი იმყოფებოდა. სამიტს ესწრებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ბელემში იმყოფება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პრინცი უილიამიც. ევროკავშირის სხვა მსოფლიო ლიდერებს შორის არიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. COP 30-ს არ დაესწრება დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი ქვეყნიდან. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანა პარიზის შეთანხმებიდან თავისი ინაუგურაციის დღესვე გამოიყვანა. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ასევე არ დაესწრება ღონისძიებას, თუმცა ქვეყანამ დელეგაცია გაგზავნა.

წლევანდელ კონფერენციაზე განხილული იქნება გლობალური ტემპერატურის მატების შესამცირებლად საჭირო ძალისხმევა, წელს წარდგენილი ახალი ეროვნული გამაფრთხილებელი გეგმები და გასული წლის სამიტზე აღებული ვალდებულებების შესრულების პროგრესი. განსახილველი სხვა ძირითადი სფეროებია კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია, ოკეანეები, ფინანსები, წიაღისეული საწვავი და ტყეების დაცვა.

მოლაპარაკებების დაწყებისთანავე, მთავარი გზავნილი ნათელია: დრო იწურება და სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები