მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცოტნე ყავლაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინეს

63244e35cc297
შოთა ტყეშელაშვილი
16.09.22 14:05
3474
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელი ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. ყავლაშვილი 2015 წლიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს, ხოლო 2013 წლიდან სახელმწიფო ხაზინას ხელმძღვანელობს. 

ჯერ კიდევ მოქმედ გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს, რომელიც პარლამენტმა აღნიშნულ თანამდებობაზე 2017 წელს აირჩია, უფლებამოსილების 5 წლიანი ვადა 20 სექტემბერს ეწურება.

რეგლამენტის გათვალისწინებით, გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს და მას პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 76-ხმიანი კვორუმით ირჩევს.

ცოტნე ყავლაშვილს განათლება მიღებული აქვს თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტში, ფლობს თსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები