Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 985 ტესტირება, რის შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 336 840-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.18%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 071ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 581 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 55, შიდა ქართლი - 42, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 100, კახეთი - 55, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 680 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 317 069-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 602 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 143, საიდანაც: 4 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 365, აჭარაში - 482, იმერეთში - 525. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 903 პირი, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 103, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 229 პირი, მათგან თბილისში - 152, აჭარაში - 10, იმერეთში - 16. 701 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 369 - თბილისში, 288- აჭარაში. 10 172 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 80 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 46, ხოლო აჭარაში - 33.
სულ 6 ოქტომბრიდან - 21 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 741 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 255 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 407 პირი, აჭარაში - 1 741, იმერეთში - 1 158.




























