"Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მძიმე ალერგიული რეაქციის რისკი მილიონში ერთი შემთხვევაა, თუმცა ჩვენ მაინც მზად ვიქნებით", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ალერგია არის საყურადღებო მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეფასდეს, ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება.
გაბუნიას ინფორმაციითვე, მიმდინარე კვირაში ჯანდაცვის სამინისტრო დაამტკიცებს პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ალერგოლოგების მიერ და სადაც დეტალურად არის განსაზღვრული როგორ უნდა იმართოს შესაძლოა ალერგია.
„ამ საკითხზე ტრენინგები უკვე დაწყებულია და იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც პირველ რიგში ვაქცინაციას ჩაატარებენ, ხოლო შემდეგ ამ პროცესს უკვე ყველა გაივლის. დეტალური საინფორმაციო პაკეტი, რომელსაც მივიღებთ მწარმოებლებისგან, როგორც „ფაიზერის“, ისე „ასტრა-ზენეკასგან“, ეს გახდება ცნობილი მოსახლეობისთვისაც, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის, შესაძლოა, მილიონში ერთი დაფიქსირდეს, ისიც ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა. რისკი მინიმალურია, თუმცა მაინც მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.




























