მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“Covid 19-ის ვაქცინაციაზე ხელისუფლებას მოსახლეობასთან კომუნიკაცია უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეს”

6000704c97a7e
თათია ჩაფიჩაძე
14.01.21 23:00
739
“Covid-19-ის ვაქცინაციაზე საზოგადოებთან კომუნიკაციაში სახელმწიფომ ბიზნეს სექტორიც უნდა დაიხმაროს“ - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი „საქმიან დილასთან“.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან კომუნიკაცია უკვე დააგვიანეს და ახლა აუცილებელია პროცესში ექიმებთან, ფსიქოლოგებთან და სოციალურ მუშაკებთან ერთად, ბიზნესიც ჩაერთოს.

წერეთელი ასევე აცხადებს, რომ სანდოობის ხარისხზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ერთ მაგიდასთან მსხდომი ადამიანების მხრიდან ვაქცინის წარმომავლობის შესახებ განსხვავებული კომენტარების გაკეთება.

„იმ აზრმა, რომ საქართველოში შეიძლება ჩინური ვაქცინა შემოვიდეს, დიდი დაბნეულობა გამოიწვია.

ასევე, უნდა გამოვყოთ მოსახლეობის ორი ჯგუფი, ერთი - რომელიც საერთოდ არ ენდობა ვაქცინას და მეორე, რომელსაც კონკრეტული ვაქცინის მიმართ აქვს ეჭვები, ამიტომ ეს მესიჯი უნდა იყოს განსხვავებული მათთვის. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად ვკარგავთ ნდობას.

რაც შეეხება კომუნიკაციის გზებს, ყველა ქვეყანამ შექმნა სპეციალური ჯგუფი რომელშიც შედიოდნენ ფსიქოლოგები, სოციოლოგები, ისინი მსჯელობდნენ იმაზე ადამიანების სხვადასხვა ჯგუფთან როგორი მესიჯი მიეტანათ.

ასევე როცა ვაქცინაცია იწყება ყველამ იცის, რომ პირველი აიცრება სამედიცინო პერსონალი, აქაც არის ნაწილი, რომელიც ორჭოფობს, ამიტომ მესიჯი უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ მათი ნდობა გაზრდილიყო, რათა შემდგომ მათ დაარწმუნონ პაციენტები.

მეორე მომენტია, ის რომ ყველას გვესმის - ბიზნესი განიცდის პანდემიას, ამიტომ სახელმწიფომ ძალიან აქტიურად უნდა ითანამშრომლოს ბიზნესთან. ბიზნესის ინტერესიცაა, რომ ეს ვაქცინაცია ჩატარდეს და ეკონომიკა აღდგეს.

იმისთვის, რომ პანდემია შეჩერდეს, მოსახლეობის გარკვეული ფენა - 80% უნდა იყოს იმუნური, თუ ჩვენ ეს არ გვექნება, მაშინ პანდემია არ შეჩერდება, ამიტომ თუ პროგრამამ კარგად არ ჩაიარა, ჩვენთან ის გაგრძელდება და ეკონომიკური პრობლემები გახანგრძლივდება“ - განმარტავს წერეთელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები