მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

COVID-19-ით დაზარალებულ იტალიაში მაფიის წევრები მოსახლეობას ეხმარებიან - Guardian

5e922d760037d
BM.GE
12.04.20 00:32
4519

ბრიტანული Guardian-ი წერს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტერნეტში აიტვირთა ვიდეოები, რომლებზეც სავარაუდოდ, ასახული არიან იტალიური მაფიის წევრები, რომლებიც COVID-19-ის პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას ძირითადი სასურსათო პროდუქტებით ეხმარებიან. 

საუბარია იტალიის სამხრეთ რეგიონებზე, მათ შორის კალაბრიაზე, კამპანიაზე, სიცილიასა და სხვა მხარეებზე. 

კატანძაროს პროვინციის პროკურორი, ნიკოლა გრატერი Guardian-თან ამბობს, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრებს ღარიბი მოსახლეობის თვალში გმირად წარმოჩენა სურთ, თუმცა კარანტინის დასრულების შემდეგ ისინი მოსახლეობას სავარაუდოდ თავიანთ სამსახურში სთხოვენ ჩადგომას ან მათთვის სასურველი პოლიტიკოსებისთვის ხმის მიცემას.

სტატიის მიხედვით, სავარაუდოდ, მაფიის ამგვარი გააქტიურება გახდა მიზეზი, რის გამოც, ქალაქ ნეაპოლის პოლიციამ უღარიბესი უბნების პატრულირების ინტენსივობა გაზარდა.

11 აპრილის მდგომარეობით, იტალია COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 152,271 და გარდაცვალების 19,468 შემთხვევა არის აღრიცხული. 

იტალიის მასშტაბით უკვე ერთი თვეა საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ქვეყნის 60 მილიონი მოქალაქე კარანტინში არის მოქცეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები