სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 976 და გამოჯანმრთელების 3 076 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 78 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
24 დეკემბრის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 920 617 , ბოლო 24 საათში - 1 976
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 876 254 , ბოლო 24 საათში - 3 076
მათ შორის გარდაცვლილი - 13 367 , ბოლო 24 საათში - 78
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 43 029, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 24 654, PCR ტესტით - 18 375
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,59%, ბოლო 14 დღის - 6,26%, ბოლო 7 დღის - 5,64%
სულ აცრილია - 2 441 614, დღიურად აცრილია - 11 456
კარანტინის რეჟიმში - 34
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 195
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 980




























