მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Covid-19-მა მსოფლიოში 166,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა - უახლესი სტატისტიკა

5e9da4f9d9377
ნათია თაქთაქიშვილი
20.04.20 18:30
1590
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კერძო კვლევით უნივერისტეტ Johns Hopkins CSSE-ზე დაყრდნობით კორონავირუსის გავრცელების უახლეს გლობალურ მონაცემებს აქვეყნებს. 20 აპრილის მონაცემებით, ჯამში, მსოფლიოში კორონავირუსის 2,417,977 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან გამოჯანმრთელდა 635,895 პაციენტი, ხოლო ვირუსმა იმსხვერპლა 166,235 პირი.

კორონვირუსის დადასტურების ყველაზე მეტი ფაქტი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 759,786-ს უტოლდება. ვირუსმა იმსხვეპლა 40.690 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 71,004 პირი. აშშ-ს მოჰყვება ესპანეთი და იტალია.

დღევანდელი მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 200,210 დადასტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი (ბოლო 24 სთ-ში +1,536), გარდაიცვალა 20,852 ადამიანი (ბოლო 24 სთ-ში +399), ხოლო გამოჯანმრთელდა 80,587 ადამიანი. როგორც ესპანეთის ხელისუფლება აცხადებს, COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვი უკვე რამდენიმე დღეა, იკლებს. ესპანეთი 27 აპრილიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას აპირებს. ხუთკვირიანი აკრძალვის შემდეგ, მშობლებს ექნებათ საშუალება, 12 წლამდე ბავშვები ქუჩაში გაიყვანონ.

ბოლო სტატისტიკით, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 433 ადამიანი დაიღუპა. მონაცემები აქაც კლებადია. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, მცირდება დაინფიცირების ახალი შემთხვევებიც; ასევე, გაცილებით ნაკლები ადამიანი საჭიროებს მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში COVID-19-ით 178,972 ადამიანია დაინფიცირებული, 23,660 კი - გარდაიცვალა.

რაც შეეხება საფრანგეთს, რომელიც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებით მესამე ყველაზე დიდი ქვეყანაა ევროპაში, ბოლო 24 საათში იქ ახალი კორონავირუსით 395 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრ ჟერომ სალომონის თქმით, ლეტალურ შემთხვევებთან ერთად იკლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობამაც. ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ახლა 5,744 პაციენტი მკურნალობს, რაც 30 მარტის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთში COVID- 19-ით 152,894 ადამიანია დაინფიცირებული, ვირუსს 19,718 პირი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 36,578 პაციენტი.

ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ფაქტები დადასტურდა:

• 759,786 აშშ
• 200,210 ესპანეთი
• 178,972 იტალია
• 154,098 საფრანგეთი
• 145,743 გერმანია
• 121,174 ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო
• 86,306 თურქეთი
• 83,817 ჩინეთი
• 83,505 ირანი
• 47,121 რუსეთი
• 39.983 ბელგია
• 39,144 ბრაზილია
• 36,039 კანადა
• 33,588 ნიდერლანდები
• 27.944 შვეიცარია
• 20.863 პორტუგალია
• 17.615 ინდოეთი
• 15.628 პერუ
• 15,251 ირლანდია
• 14,795 ავსტრია
• 14,777 შვედეთი
• 13,654 ისრაელი
• 10,797 იაპონია
• 10,674 სამხრეთ კორეა
• 10,088 ჩილე
• 9.468 ეკვადორი
• 9,453 პოლონეთი
• 9,362 საუდის არაბეთი
• 8,936 რუმინეთი
• 8,418 პაკისტანი
• 8.261 მექსიკა
• 8,014 სინგაპური
• 7,711 დანია
• 7,103 ნორვეგია
• 6,787 ჩეხეთი
• 6,781 არაბეთის გაერთიანებული საამიროები
• 6,547 ავსტრალია
• 6,459 ფილიპინები
• 6,318 სერბეთი
• 6,015 ყატარი
• 5,710 უკრაინა
• 5,425 მალაიზია
• 4,779 ბელორუსია
• 4,467 პანამა
• 3,868 ფინეთი
• 3,792 კოლუმბია
• 3.550 ლუქსემბურგი
• 3,158 სამხრეთ აფრიკა
• 3,144 ეგვიპტე
• 2,990 მაროკო
• 2,948 ბანგლადეში
• 2,941 არგენტინა
• 2,792 ტაილანდი
• 2,629 ალჟირი
• 2,472 მოლდოვა
• 2,235 საბერძნეთი
• 1,995 ქუვეითი
• 1,984 უნგრეთი
• 1,895 ბაჰრეინი
• 1,881 ხორვატია
• 1,775 ყაზახეთი
• 1,771 ისლანდია
• 1,582 უზბეკეთი
• 1,539 ერაყი
• 1,535 ესტონეთი
• 1,440 ახალი ზელანდია
• 1,410 ომანი
• 1,398 აზერბაიჯანი
• 1,339 სომხეთი
• 1.335 სლოვენია
• 1,326 ლიტვა
• 1,309 ბოსნია და ჰერცეგოვინა
• 1.225 ჩრდილოეთ მაკედონია
• 1,173 სლოვაკეთი
• 1.035 კუბა
• 1.026 ავღანეთი
• 1,017 კამერუნი
• 915 ბულგარეთი
• 879 ტუნისი
• 847 კოტ დ 'ივუარი
• 767 კვიპროსი
• 739 ლატვია
• 713 ანდორა
• 677 ლიბანი
• 660 კოსტა რიკა
• 648 ნიგერია
• 584 ალბანეთი
• 579 გვინეა
• 568 ყირგიზეთი
• 564 ბოლივია
• 528 ურუგვაი
• 510 კოსოვო
• 477 ჰონდურასი
• 461 სან მარინო
• 431 მალტა
• 422 ტაივანი
• 417 იორდანია
399 საქართველო
• 377 სენეგალი
• 328 მავრიკი
• 327 კონგო
• 311 ჩერნოგორია
• 303 შრი-ლანკა
• 289 გვატემალა
• 281 კენია
• 268 ვიეტნამი
• 256 ვენესუელა
• 218 ელ სალვადორი
• 208 პარაგვაი
• 196 იამაიკა
• 170 ტანზანია
• 164 სომალი
• 160 კონგო
• 147 რუანდა
• 138 ბრუნეი
• 122 კამბოჯა
• 121 მადაგასკარი
• 114 ტრინიდადი და ტობაგო
• 111 ბირმა
• 111 ეთიოპია
• 109 გაბონი
• 94 მონაკო
• 92 სუდანი
• 91 ლიბერია
• 81 ლიხტენშტეინი
• 79 გვინეა
• 75 ბარბადოსი
• 61 ზამბია
• 60 ბაჰამის კუნძულები
• 55 უგანდა
• 52 მალდივი
• 51 ლიბია
• 50 გვინეა-ბისაუ
• 47 ჰაიტი
• 43 სიერა ლეონე
• 39 ერითრეა
• 39 მოზამბიკი
• 39 სირია
• 33 მონღოლეთი
• 31 ნეპალი
• 25 ზიმბაბვე
• 24 ანგოლა
• 23 ანტიგუა და ბარბუდა
• 22 ესვატინი
• 22 ტიმორი-ლესტე
• 19 ლაოსი
• 18 ბელიზი
• 18 ფიჯი
• 17 მალავი
• 16 დომინიკი
• 16 ნამიბია
• 14 გრენადა
• 12 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
• 11 სეიშელი
• 10 გამბია
• 10 ნიკარაგუა
• 10 სურინამი
• 7 მავრიტანია
• 7 ახალი გვინეა
• 6 დასავლეთ საჰარა
• 5 ბუტანი
• 5 ბურუნდი
• 4 სამხრეთ სუდანი
• 1 იემენი






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები