ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 416 ფაქტია დადასტურებული. დაახლოებით ბოლო 24 საათში პაციენტების რაოდენობა 8-ით გაიზარდა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი უკვე 107–ია.
რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, Covid-19-მა საქართველოში 5 პაციენტი იმსხვერპლა, ბოლო 24 საათში გარდაცვალების ახალი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ამასთან, Stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კარანტინის რეჟიმში - 5148, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 573 პირი რჩება.




























