მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-გადაწყვეტილებები, რომლებიც უწყებათშორისმა საბჭომ დღეს მიიღო

615c104a5ab72
თელარა გელანტია
05.10.21 12:41
2069
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, უწყებათშორისმა საბჭომ დღეს რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.

1. კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან ერთი საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად, მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ.

2. იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება რეგულაციების დაცვით.

3. 9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე დაიშვება მაყურებლის 33%, სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტის უარყოფით პასუხით, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობით.

ასევე საკოორდინაციო საბჭომ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, იმსჯელა ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესზე და მიიღო გადაწყვეტილება, აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მობილური ბრიგადები გაიგზავნოს რეგიონებში, სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს მათ სერვისი ადგილზე მიაწოდონ.

„ამასთან, შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გაგრძელდება დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში“, - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში.

ცნობისთვის: ქვეყანაში არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები - „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოვაკი“, „სინოფარმი“.

1-ელ ოქტომბერს, ქვეყანაში დამატებით შემოვიდა 1 მილიონი დოზა „სინოფარმი“.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები