Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 391 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 091 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 300 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა. კოვიდ-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 267 701-ს.
18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.7%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.4%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან: თბილისში 182 შემთხვევა გამოვლინდა; აჭარაში - 10; იმერეთში - 52; ქვემო ქართლში - 21; შიდა ქართლში - 29; გურიაში - 25;, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 27; კახეთში - 25; მცხეთა-მთიანეთში - 6; სამცხე-ჯავახეთში - 4; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 3 672 შემთხვევაა, საიდანაც: 1 813 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 770; აჭარაში - 199; იმერეთში - 419.
პაციენტებიდან მძიმე მდგომარეობაშია 356 პირი, მათ შორის, თბილისში - 134; აჭარაში - 40; იმერეთში - 109. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 106 პირი იმყოფება, მათგან თბილისში - 66; აჭარაში- 9; იმერეთში - 12.
232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, აქედან 119 - თბილისში, 96 - აჭარაში, 16 - იმერეთში. 1 627 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
რაც შეეხება საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულ პაციენტებს, მათი რაოდენობა 253-ია, მათ შორის, თბილისში - 110 პაციენტია, ხოლო აჭარაში - 31.
სულ 6 ოქტომბრიდან - 18 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში 22 945 პირი გადაყვანილი.
ამ ეტაპზე კი თვითიზოლაციაში 10 085 ადამიანი იმყოფება, მათ შორის თბილისში - 5 107 პირი; აჭარაში - 620; იმერეთში - 1 067.
შეგახსენებთ, რო ბოლო 24 საათში ვირუსისგან 331 პირი გამოჯანმრთელდა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 260 597-მდე გაიზარდა .
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 406 პირი ემსხვერპლა.




























