მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Covid-ინფიცირების 19 968 და გამოჯანმრთელების 23 675 შემთხვევა გამოვლინდა - 11 თებერვალი

6205ff5136434
ინგა მურუსიძე
11.02.22 10:52
456
სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 19 968 და გამოჯანმრთელების 23 675 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 55 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

11 თებერვლის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 418 027 , ბოლო 24 საათში - 19 968
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1 178 151 , ბოლო 24 საათში - 23 675
მათ შორის გარდაცვლილი - 15 459 , ბოლო 24 საათში - 55
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 64 187, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 39 833, PCR ტესტით - 34 354
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 31,11%, ბოლო 14 დღის - 30,24%, ბოლო 7 დღის - 33,04%
სულ აცრილია - 2 768 137, დღიურად აცრილია - 3 174
კარანტინის რეჟიმში - 41
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 098
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 869

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები