მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

covid-ლატარია ეფექტიანია, მილიონი ლარი მოსახლეობაზე გადანაწილდა - ღარიბაშვილი

616e934031fad
ინგა მურუსიძე
19.10.21 13:50
664
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ covid-ლატარიამ გაამართლა. პრემიერის შეფასებით, ვაქცინაციის მაჩვენებელზე ლატარიამ დადებითად იმოქმედა.

„მილიონი ლარია დახარჯული, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს მილიონი ლარი მოსახლეობაზე გადანაწილდა. ნამდვილად ეფექტიანია. მე ვფიქრობ, ამან ვაქცინაციაზე იმოქმედა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, STOPCOVID ლატარია - "აიცერი და მოიგე" საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით იმართება. ლატარია 13 სექტემბრიდან დაიწყო და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ყოველდღიურად თამაშდება 100-დან 500 ლარამდე მოგება, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 2021 წლის 31 დეკემბერს ტელეეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი.

ამ დროისთვის 5 845 ადამიანს 916 000 ლარი აქვს მოგებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები