მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება - ადვოკატი

ღარიბა

ექსპრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 14:00 საათზე გაიმართება, სადაც ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა "ტვ პირველს" განუცხადა, ღარიბაშვილის სასამართლოს სხდომას დაესწრება „იქიდან გამომდინარე რომ კანონმდებლობა დასწრების ვალდებულებას ითვალისწინებს“. კითხვაზე - აპირებს თუ არა დაცვის მხარე გირაოს ალტერნატივის შეთავაზებას, ღარიბაშვილის უფლებადამცველი აცხადებს, რომ ყველა კომენტარი სასამართლოს სხდომის შემდეგ გაკეთდება.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდეა გულისხმობს. სსკ-ის აღნიშნული მუხლი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ეხება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. პროკურატურა ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. უწყება ღარიბაშვილის მიმართ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასაც მოითხოვს, რაც საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები