საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამის შესახებ ნათქვამია stopcov.ge-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. შედეგად, სულ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 3502-ია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ახალი სტატისტიკით 13-მა ადამიანმა დაამარცხა ინფექცია და მათმა რიცხვმა ჯამში 1494-ს მიაღწია.
რაც შეეხება დანარჩენ სტატისტიკას, ასე გამოიყურება:
გარდაცვლილი - 19
კარანტინის რეჟიმში - 5014
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41