მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CRRC: მოსახლეობის 72% ამბობს, რომ მისი ახლო ნათესავი უცხოეთში ცხოვრობს

5e330ed7ae498
შოთა ტყეშელაშვილი
30.01.20 22:37
1407
საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ჰყავს ახლო ნათესავი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს. ამის შესახებ CRRC საქართველოს "კავკასიის ბარომეტრის" 2019 წლის კვლევიდან ხდება ცნობილი. 

CRRC საქართველომ აღნიშნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გამართა. დოკუმენტის მიხედვით, კითხვაზე "გყავთ თუ არა ახლო ნათესავი, რომელიც ამჟამად საქართველოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობს?" პასუხები ასე ნაწილდება:



კითხვაზე თუ რომელ ქვეყანაში ჰყავს მოსახლეობას ნათესავები, პასუხები ასე ნაწილდება (ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ იმ პირებმა გასცეს, რომლებმაც თქვეს, რომ მათი ნათესავი უცხოეთში ცხოვრობს):

რუსეთი - 27%;
იტალია - 16%;
საბერძნეთი - 14%;
აშშ - 11%;
გერმანია - 11%;
თურქეთი - 9%;
საფრანგეთი - 6%;
აზერბაიჯანი - 6%;
ესპანეთი - 5%;
უკრაინა - 3%;
ისრაელი - 3%;
პოლონეთი - 3%;
სომხეთი - 2%;
ყაზახეთი - 2%;
დიდი ბრიტანეთი - 1%;
ავსტრია - 1%;
ბელგია - 1%;
სხვა - 2%.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოში ფულადი გზავნილების უდიდესი ნაწილი სწორედ აღნიშნული ქვეყნებიდან შემოდის. 

კვლევის ფარგლებში საქართველოს  2,317 მაცხოვრებელი გამოიკითხა. 

CRRC-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით.

ცდომილების ზღვარი:

  • 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 0.7%
  • 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 2.7%
  • 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 3.7%
  • 50% - ის ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 4.1%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები