მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CRYPTAL - ახალი ლიცენზიით ახალ გზებზე

CRYPTAL - ახალი ლიცენზიით ახალ გზებზე
22.02.24 13:04
1575

რა ხდება? - კრიპტალი, VASP ლიცენზია და საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოში ვირტუალური აქტივებით დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება და სულ უფრო მეტ ადამიანს სურს ამ აქტივების ფლობა. მოთხოვნის ზრდასთან ერთად კი, ჩნდება რეგულაციების საჭიროებაც - მით უმეტეს, ისეთ ახალ და ფორმირებად ინდუსტრიაში, როგორიც ვირტუალური აქტივებია. შედეგად, საქართველოშიც დაიწყო ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერების ლიცენზირების პროცესი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი აწარმოებს.

სწორედ ზემოთ აღნიშნული ლიცენზია მიიღო კრიპტალმა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტალის სერვისები სრულ თანხვედრაშია რეგულაციებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან. კრიპტალი ინდუსტრიაში შემოსვლის დღიდან აწვდის მომხმარებლებს ციფრული აქტივების, როგორც მარტივად შეძენის, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების განხორციელების საშუალებას, როგორიცაა - ვირტუალური აქტივების ყიდვა, გაყიდვა, გადარიცხვა თუ განაღდება.

VASP ლიცენზია მნიშვნელოვნად განაპირობებს ნდობის ზრდას არა მხოლოდ კომპანიებისადმი, არამედ მთლიანად - ინდუსტრიის მიმართ. ამ სტატიაში კი, მარტივი და გასაგები ენით გეტყვით, რა პოზიტიური ცვლილებები შეიძლება მოიტანოს ამ ამბავმა, როგორც კრიპტო ენთუზიასტებისა და ინვესტორებისთვის, ასევე ზოგადად, ლოკალური კრიპტო ინდუსტრიისთვის.

რა სიტუაციაა ქართულ კრიპტო ბაზარზე?

საქართველო ვირტუალური აქტივების ინდუსტრიაში ყოველთვის საინტერესო ლოკაციად მოიაზრებოდა - იქნებოდა ეს მაინინგი თუ ვირტუალური აქტივების ყიდვა & გაყიდვა. რეგულაციების შემოღებით კი ქართული კრიპტო ბაზარი ახალ ეტაპზე გადადის. შედეგად, ყველა ქართული თუ საერთაშორისო კომპანია, რომელიც ვირტუალური აქტივების სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე, ექვემდებარება და საჭიროებს VASP-ის ლიცენზიას. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი რეგულაციაა, როგორც ცალკეული მომხმარებლებისათვის, ასევე მთლიანად, კრიპტო ინდუსტრიისთვის.

ამ რეგულაციების მთავარი მიზანიც ხომ ინდუსტრიის გაჯანსაღება, რისკების შემცირება და მომხმარებლების დაცვაა - რამაც ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ვირტუალური აქტივებისადმი ნდობა და ინტერესი, ხოლო მეორე მხრივ, მაქსიმალურად დახვეწოს არსებული სერვისები. შედეგად, სავარაუდოა, რომ ლიცენზირებას პოზიტიური გავლენა ექნება მომიჯნავე სექტორებსა და სფეროებზეც, იქნება ეს ტრადიციული ფინანსური ინდუსტრია, ელექტრონული კომერცია და ა.შ.

რა არის და რას გულისხმობს VASP ლიცენზია?

როგორც უკვე გავიგეთ, VASP ლიცენზია არის რეგულაციის ახალი ტიპი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი გასცემს და ანიჭებს ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ სხვადასხვა კომპანიებსა თუ პლატფორმებს.

  • VASP ლიცენზია კომპანიებს ანიჭებს ვირტუალური აქტივების ოპერირების უფლებას, რაც მოიცავს - ამგვარი აქტივების ყიდვა-გაყიდვას, გადარიცხვას, შენახვასა და ერთი აქტივის მეორეში გადაცვლას.
  • VASP ლიცენზია ენიჭებათ არა მხოლოდ ვირტუალური აქტივების მართვასთან დაკავშირებულ კომპანიებს, არამედ ტრადიციულ ფინანსურ ორგანიზაციებსაც - ბანკებსა და მიკროსაფინანსო კომპანიებს.

რატომ არის VASP ლიცენზია კარგი ამბავი კრიპტო ინდუსტრიისთვის?

სახელმწიფოსგან გაცემული ლიცენზია, ბუნებრივია ბაზარზე მეტ ნდობას იწვევს მომხმარებლებში და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ახალ სფეროში, როგორიც ვირტუალური აქტივებია.

ლიცენზია მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია სანდოობის გაზრდაში და ჯანსაღი საოპერაციო კრიპტო გარემოს შექმნაში.

ეს ყოველივე კი, ჯამში ვირტუალური აქტივების მასობრივად დამკვიდრება და ათვისებას განაპირობებს, რაც თავის მხრივ გაზრდილ ბაზარსა და მეტ შესაძლებლობებს ნიშნავს.