მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Crypto.com და Blockchain.com თანამშრომლების რაოდენობას 20-30%-ით ამცირებენ

63c11614b5d4d
გიორგი თოლორდავა
15.01.23 19:59
653
გართულებული ფინანსური მდგომარეობის გამო, საერთაშორისო ბირჟები, Crypto.com-ი და Blockchain.com-ი თანამშრომლების რაოდენობას 20-30%-ით ამცირებენ.

Blockchain.com-ის დატოვება საერთო ჯამში 260 თანამშრომელს მოუწევს; Crypto.com-დან კი დაახლოებით 900 თანამშრომელს გაათავისუფლებენ.

კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, ბირჟაზე არსებული ვითარება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ კრიპტო კომპანიებმა მდგრადი ზრდა განაგრძონ, ამიტომაც აუცილებელია ხარჯების შემცირება და ზრდის შედარებით კონსერვატიულ სტრატეგიაზე გადართვა.

აღსანიშნავია, რომ Crypto.com-ის მიერ გამოშვებული კრიპტოტოკენის, CRO-ს ღირებულება ერთ წელში დაახლოებით 97%-ით შემცირდა.