მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"CU-ში ათ წელზე მეტია, ვასწავლიდი. ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება" - ნიკო ნერგაძე

CU

ლექტორი, ჟურნალისტი და ბლოგერი, ნიკო ნერგაძე, Facebook-ის საშუალებით იტყობინება, რომ იგი მომდევნო სემესტრიდან "კავკასიის უნივერსიტეტში" აღარ ასწავლის. ნერგაძის თქმით, მისი გადაწყვეტილება უკავშირდება უნივერსიტეტის ბოლოდროინდელ პოზიციას.

"კავკასიის უნივერსიტეტში ათ წელზე მეტია ვასწავლიდი. ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება.

ამ ხსნის განმავლობაში ვნახე, თუ როგორ გახდა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის არაერთი კურსდამთავრებული ლიდერი თავის სფეროში. ამჟამინდელი სტუდენტებით (გინდა საბაკალავრო, გინდა მაგისტრატურა) ნებისმიერი დასავლური უნივერსიტეტი იამაყებდა.

კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება. ჯერ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდო ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, შემდეგ კი ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი.

ვფიქრობდი, მომენატრებიან სტუდენტები, ლექტორები და მედიის სკოლის ადმინისტრაცია მეთქი, მაგრამ აქციების გაშუქების დროს მაინც ყველას ხშირად შევხვდები", - წერს ნიკო ნერგაძე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი, თანამდებობიდან რეორგანიზაციის საბაბით გაათავისუფლეს. ბერიკაშვილის თქმით, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები